საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბრისთვის დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს.

აქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 2016 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე.

“პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა მხარესთან კონსულტაციებს მართავდა, რის საფუძველზეც პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა”,-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმადუროს ცეკვა მოსახლეობას ნერვებს უშლის… (ვიდეო)
შემდეგი სტატიაზვავსაშიშროების, თოვისა და ქარბუქის გამო, რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა