საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა, იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა,” – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაფეთქების შედეგად არაოფიციალური მონაცემებით 60-ზე მეტი ადამიანი გარადაიცვალა
შემდეგი სტატიათარხან ბათირაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება