„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის არაეთიკური ქცევის შეფასება და მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაა.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი შელაპარაკდნენ.

 

https://youtu.be/1gHnKa-dyyY

banner
წინა სტატიაშივერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ ჩვენი სამშობლო კვლავ დადგებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე
შემდეგი სტატიაგურამ ჩალაგაშვილი – „მატროსოვის ციხეში“ მყოფ გურამ დონაძეს გათავისუფლების სანაცვლოდ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ