ვერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ ჩვენი სამშობლო კვლავ დადგებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე

„ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით. იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს აფხაზებთან, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან. ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად, ახალი შემობრუნების წერტილი და მომენტი ქართულ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება. სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტის და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

„იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მე ერთ-ერთი ხელისმომწერი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ ჩვენი სამშობლო კვლავ დადგებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ვერ წამოვიდგენდი – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/675590346279420/?t=6

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს
შემდეგი სტატია„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა