საქართველოს ნებისმიერი ამომრჩევლისთვის, მიუღებელია მუშტი-კრივით და დაპირისპირებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად

თვითმმართველობის შუალედური არჩევნების დროს, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა:

“სწორედ ზუგდიდიდან მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც კორცხელში მოხდა. კიდევ ერთხელ, აქედან მინდა ვთქვა, რომ როგორც ჩემთვის, ისე საქართველოს ნებისმიერი ამომრჩევლისთვის, მიუღებელია მუშტი-კრივით და დაპირისპირებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად. არასოდეს მივიღებთ ამას. კიდევ ერთხე მინდა ვთქვა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტზე სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფო რეაგირებს ხოლმე მსგავს ფაქტებზე, თვითონ საზოგადოებამ უნდა მისცეს თავისი შეფასება, რაც საარჩევნო უბნებთან მოქალაქეობრივი აქტიურობით უნდა გამოიხატოს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა
შემდეგი სტატიაამერიკული თვითმფრინავი ირლანდიაში იძულებით დაეშვა