საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს.

აღნიშნული მინისტრები მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიბენ ჰოჯესი – რუსეთის მოთხოვნების საპასუხო ფურცელზე უნდა ეწეროს, გაიყვანეთ რუსი სამხედროები საქართველოდან, უკრაინიდან, დნესტრისპირეთიდან, შემდეგ შეგვიძლია, კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბროთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს