საქართველოს მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

საქართველოს მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი გზების მოწესრიგების გარდა, ბევრ სამუშაო ადგილს გააჩენს.

„ჩვენი ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სივრცითი განვითარების კომპონენტი. ჩვენ ვიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს. ტენდერში გამარკჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც ექვს თვეში დეტალურ პროექტებს დადებს. მინდა, ჩამოვთავლო გზები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის: აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია; სადახლო-ახკეპი; არხილოსკალო-სამთაწყარო; წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი; გუფთა-ონი; თბილისი-პანტეანი-მანგლისი. ამის გარდა არის მცირე მონაკვეთები, რომელსაც ყველას არ ჩამოვთვლი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს, მოაწესრიგებს გზებს”,- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი შარვაშიძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაბრალდების მოწმე ადასტურებს, რომ „იბერია ტვ“-ის ლიცენზია, „ომეგა ჯგუფის“ ამუშავების სანაცვლოდ, ადეიშვილის ინიციატივით დაათმობინეს