საქართველოს მოქალაქს ირანში გაროზგვა და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს, არ გადასცეს ირანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული.

4 აპრილს სასამართლოს პრესრელიზი გამოქვეყნდა, სადაც გამოთქმულია შეშფოთება, რომ ბრალდებულს ირანში გაროზგვა ემუქრება.

საქართველოს მოქალაქე მოხსენიებულია 1951 წელს დაბადებულ, ამჟამად სოფიის ციხეში მყოფ გ.ს.-დ, რომელსაც ირანში ექსტრადიცია ემუქრება.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ირანში ექსტრადიციის შედეგად დაირღვეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი – წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა.

გ.ს. 2016 წლის დეკემბერში ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე დააკავეს, როცა ის საქართველოდან ბულგარეთში ჩაფრინდა.

ინტერპოლის ინფორმაციით, მან 2016 წელს 50 000 ევრო მოიპარა თეირანში ვალუტის გადასაცვლელი პუნქტიდან. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას, პატიმრობის გარდა, გაროზგვაც ემუქრება.

საქართველოს მოქალაქემ სტრასბურგის სასამართლოს ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად მიმართა

banner
წინა სტატიაში1 დაღუპული და დაშავებულები – შეჯახება წყალწმინდაში
შემდეგი სტატია“ერთად სახლში” – მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდები მდუმარე აქციას მართავენ