საქართველოს ორ მოქალაქეს უკრაინაში 3 წლით არ შეუშვებენ მესაზღვრეებისათვის აეროპორტსა და ოდესის საზღვაო პორტში ქრთამის მიწოდების მცდელობის გამო – ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური ავრცელებს.
ქართველმა, რომელიც ბათუმიდან ჩაფრინდა, დოკუმენტების შემოწმებისას პასპორტში 50$ ჩადო, როგორც თვითონ ახსნა, “პროცედურების დასაჩქარებლად”.
საქართველოს მეორე მოქალაქე, ოდესის პორტში, ხომალდის მგზავრების დარეგისტრირებისას, შეეცადა ქრთამის მიცემას – ამით მას უკრაინაში გადამეტებული ვადით ყოფნის გამო, უნდოდა პასუხისმგებლობას გაქცეოდა.
ორივე მათგანს 3 წლით აეკრძალათ უკრაინაში შესვლა.