საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას პირველ იანვრამდე ვერ შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას სავარაუდოდ 2017 წლის 1 იანვრიდან შეძლებენ, ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ში საკუთარ მიკრო ბლოგზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი ავრცელებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ, უვიზო რეჟიმი კი, არსებული ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაწესდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიაჩინეთის სკოლის მოსწავლეები აიძულეს “ტუალეტებში” დაეძინათ