„საქართველოს მეგობრების ამოცანაა, დაარწმუნონ ივანიშვილი არ გადადგას სახიფათო ნაბიჯები”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის წარმომადგენლები გიორგი კანდელაკი და სალომე სამადაშვილი ევროპარლმენტის საგრეო კომიტეტის წევრებს ანდრა კლნიეტეს და ანჟეი გჟიბის შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოზე, ენმ-ს პროგრამასა და კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ასევე, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

„საქართველოს მეგობრების ამოცანაა, დაარწმუნონ ივანიშვილი არ გადადგას სახიფათო ნაბიჯები ამ პერიოდში და დაეხმარნონ ჩვენ ქვეყანას რათა ხელისუფლების მეორედ გადაცემა არჩევნების გზით განხორცილდეს ცივილიზებულად, წყნარად და ღირსეულად,“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს იტალიის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: დავამთავროთ ეს დესტრუქციული მიდგომები