საქართველოს ხელისუფლება ნეგატიურ გზაზეა – ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს შესახებ მიღებულ მწვავე რეზოლუციას უმნიშვნელოვანესს უწოდებს, რადგან მისი თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაცვა მნიშვნელოვანია.

ლექსმანი პრიდაპირ ამბობს, რომ “ოცნებამ” პირობები დაარღვია და ნეგატიურ გზაზეა.

“მე ვარ ბედნიერი, რომ მივიღეთ რეზოლუცია, რადგან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების დაცვა საქართველოში. ის აძლევს ძალას მოქალაქეებს, მათ თავისუფლებას. მე ასევე ვაფასებ, რომ ევროპარლამენტი შეუერთდა მოწოდებას რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ივანიშვილი კი დასანქცირდეს ევროპული მისწრაფების განადგურების გამო, რაც აქვთ ქართველებს. პირობები დარღვეულია, საქართველოს ხელისუფლება კი ნეგატიურ გზაზეა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას”, – განაცხადა ლექსმანმა.

banner
წინა სტატიაშიპასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენ მას უნდა დავუწესოთ სანქციები – ფოტიგა
შემდეგი სტატიაგარდაბნის მუნიციპალიტეტში 36 წლის მოკლეს