პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენ მას უნდა დავუწესოთ სანქციები – ფოტიგა

პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენ მას უნდა დავუწესოთ სანქციები – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სტრასბურგში მიღებულ უმწვავეს რეზოლუციას და საბოლოო დოკუმენტში შესატან ცვლილეებებს საქართველოს შესახებ.

ფოტიგა ამბობს, რომ ცვლილებების ნაწილში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მინზით გათავისუფლების საკითხი მისი წამოყენებული იყო.

“ჩვენ ახლა მხარი დავუჭირეთ ძალიან მნიშნველოვან რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ჩვენ გავეცანით უცხოური აგენტების შესახებ კანონს. ბედნიერი ვარ, რომ მივიღეთ ასევე ორი მნიშვნელოვანი შესწორება, რომელიც ჩემს მიერ იყო წამოყენებული. ჩვენ ვთანხმდებით, რომ უკვე დიდი ხანია მესამე პრეზიდენტი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით იმყოფება ციხეში და წაყენებული აქვს მძიმე ბრალდება. მე ვარ დარწმუნებული რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ჩვენ ასევე მივიღეთ შესწორება, რომელიც ასევე დაამტკიცა პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენ მას უნდა დავუწესოთ სანქციები”, – განაცხადა ფოტიგამ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება ნეგატიურ გზაზეა – ლექსმანი