საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს- ციხელაშვილი

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვაწარმოებთ გამოძიებას. სარჩელი მზადდება. ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა მშვიდობიან ინსტრუმენტს, რომელიც მის ხელთ არის – დიპლომატიურს, სამართლებრივს, პოლიტიკურს და ა.შ. ეს მზადება ადრეც მიდიოდა და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სარჩელზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგორში გარევაჭრობის აკრძალვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
შემდეგი სტატიაავარია თბილისში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი