საქართველოს გაეროს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს გენერალური მდივანი ეწვევა. ინფორმაციას აღნიშნული ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა მისიით და როდის ჩამოვა ქვეყანაში პანგი მუნი, თუმცა ადასტურებენ რომ გაეროსთან უმაღლესი დონის მოლაპარაკებები ამ დროისთვის მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა გლობალურ საკითხზე იქნება საუბარი და ის არ უკავშირდება ცენტრალურ აფრიკაში მომხდარ ძალადობის ფაქტებს, სადაც ქართველი სამხედროების შესაძლო მონაწილეობაზეც იყო საუბარი.

banner
წინა სტატიაში14 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიასამხრეთ სუდანში ჯარისკაცებს ხელფასის ნაცვლად ქალების გაუპატიურების უფლება დართეს