14 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება

14 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში ტემპერატურა დაეცემა.

13 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში – 11-16 და გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. თბილისში – დღისით 16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი, მცირე წვიმა.

14 მარტს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება, საღამოს კი მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში -11-16 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მცირე ნალექი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. თბილისში-14 გრადუსი იქნება.

15 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში იქნება 6-11 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთში 8-13 გრადუსის ფარგლებში.

15 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ზოგიერთ რაიონში უფრო ძლიერი – 20-25 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მ/წმ-ში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაფრინდაშვილი: გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ
შემდეგი სტატიასაქართველოს გაეროს გენერალური მდივანი ეწვევა