საქართველოს დღეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი 21 თებერვალს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯელობას იწყებს