საქართველოს დელეგაციას ვარშავის სამიტზე პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს

margvelshviliსაქართველოს დელეგაციას ვარშავის სამიტზე პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, რომლის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ ვარშავის სამიტი იქნება.

“როგორც მოგეხსენებათ, ივლისის დასაწყისში იმართება ვარშავის სამიტი. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტრი გიორგი მარგველაშვილი. ვარშავის სამიტის წინ აუცილებლად იქნება მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან სწორედ უშიშროების საბჭოს ფორმატია ამ საკითხების განსახილველი ფორმატი. უკვე მიმდინარეობს მზადება ამისთვის. მზადება დაწყებულია სამიტისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავივლით საკითხებს.

აუცილებლად იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობა და ასევე იმ ინციდენტზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ხურვალეთში. საქართველოს პრეზიდენტი როგორც მოგეხსენებათ იმყოფებოდა სტამბულში, სადაც მსოფლიო ლიდერებს ძალიან მაღლი ტრიბუნიდან მოახსენა ამ ინციდენტის შესახებ“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისს მდუმარე აქციით აპროტესტებენ
შემდეგი სტატიააშშ: სავჩენკოს განთავისუფლება მინსკის შეთანხმების ნაწილი იყო