საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა

IoIoIoIIi_IyIoIIIIIIoIoIuIo_1საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის (Europris) სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს, ჰოლანდიის ქალაქ ზაანდამში გაიმართა.

ღონისძიებაში, საქართველოს მხრიდან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად მიხანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბაქარ ჯიქია მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ორგანიზაციის სრულფასოვანმა წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს სტატუსის შეცვლას ასოცირებული წევრობიდან სრულფასოვან წევრობამდე, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას ანიჭებს.

შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის: უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების მდგომარეობა დაწესებულებებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამედროვე კომუნიკაციისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენება და სხვა. ამასთან, ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და 2015 წლის საქმიანობის ანგარიში, ასევე, 2016 წლის გეგმა მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის სამხედრო ატაშე: „მხარეები სრულ კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან“
შემდეგი სტატიარუსული ფული ქართულ პოლიტიკაში და გია ჭანტურიას მკვლელობა