საქართველოს ბანკის sCool Card- თან ერთად „ისთ ფოინთში“ მისულ სტუმრებს საინტერესო შეთავაზებები ელით

საქართველოს ბანკის sCool Card-მა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვებსა და მათ მშობლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. ის, ვინც ამ დღეს sCool Card- თან ერთად გაატარებს, შეძლებს ისარგებლოს sCool Card-ისა და Wendy’s- ის, კურაკურას, Focus Mokus-ის, თოლიას, რონიკოს, Slushy-ს სპეციალური შეთავაზებებით. რაც შეეხება პროგრამას, რომელიც „ისთ ფოინთმა“ ბავშვებს მოუმზადა, ესაა სიურპრიზებით და საჩუქრებით სავსე, ფერადი და ჯადოსნურ სანახაობა. „ისთ ფოინთში“ მისული სტუმრები შეძლებენ ნახონ საცირკო წარმოდგენა ცხოველების გარეშე, მიიღონ მონაწილეობა საკარნავალო მსვლელობასა და თამაშებში. გამარჯვების შემთხვევაში კი მიიღონ საჩუქრები sCool Card-ისგან. პატარები ასევე ნახავენ გასართობ პროგრამას ფოკუს მოკუსის სცენაზე.

„ისთ ფოინთი“ პატარებს 15:00 საათიდან ელის. გასართობი ღონისძიებები 21:00 საათამდე გასტანს. დასწრება თავისუფალია ყველასთვის.

banner
წინა სტატიაშიკანადამ რუსეთის 22 მოქალაქეს, მათ შორის ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის 2022 წლის სტიპენდიანტი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით ისწავლის