საქართველოს აპრილის დასაწყისში ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვევიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 29, 2019 14:12

საქართველოს აპრილის დასაწყისში ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვევიან

საქართველოს 1-2 აპრილს ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვევიან, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ. როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ქართულმა მხარემ ვენეციის კომისიასთან ახალ კონსტიტუციაზე ძალიან წარმატებით იმუშავა, ახალი კონსტიტუცია შექმნა და პრობლემა არც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში იქნება.

მისი თქმით, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარებას მეორე მოსმენის რეჟიმში აპირებს.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში კითხვა ძალიან უცნაურად ისმის – გაითვალისწინებთ თუ არა ყველა რეკომენდაციას. ეს ძალიან უხერხული კითხვაა, რადგან ასეთი დათქმა თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს, რადგან ვენეციის კომისია ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც რეკომენდაციებს გასცემს და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები რეკომენდაციების დიდ ნაწილს იზიარებენ ხოლმე. შემთხვევა გვქონდა, როცა არ გავითვალისწინეთ რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრების დაკომპლექტების პროცესში არ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. მხურვალე გამკრიტიკებლებიც კი ამაზე საუბრობენ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი უნდა გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც სამართლებრივ ლოგიკასთან იქნება შესაბამისობაში და კონსტიტუციის ჩარჩოებში იქნება მოქცეული. არარელევანტური და არასწორია კითხვა, რომელიც გულისხმობს, გავითვალისწინებთ თუ არა ყველა რეკომენდაციას, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ჩვენი სიტყვებიც ნუ გეუცნაურებათ, რომ სამართლებრივად ლოგიკურ და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფ ყველა რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ”, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 29, 2019 14:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics