საქართველოს აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთს პირველი რუსეთი დაეხმარება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 9, 2015 22:22

საქართველოს აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთს პირველი რუსეთი დაეხმარება

საკადრო ცვლილებები აფხაზურ ხელისუფლებაშისაზოგადოებრივი ორგანიზაციის „აფსადგილის“ წევრები დარწმუნებულები არიან, რომ აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთს პირველი რუსეთი დაიცავს:
„საქართველოს მაგალითი, რომელიც მოიყვანა სონერ გოგუამ, უადგილოა, რადგან რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარება და მასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება ბევრ რამეზე მეტყველებს. საქართველოს ან სხვა ქვეყნის აგრესიის შემთხვევაში პირველი, ვინც დაგვეხმარება, იქნება რუსეთი, ხოლო თურქეთი თავის პარტნიორებს დაეხმარება რეგიონში, მათ შორის – საქართველოს. რაც შეეხება ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, მათ აფხაზეთში ჩამოსვლა შეუძლიათ რუსეთის გავლით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, რუსეთი უარს არ ეტყვის საჭირო ვიზებზე“ – ნათქვამია აფსადგილის“ მიერ გავრცელებულ წერილში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 9, 2015 22:22