“საქართველომ ბოლო 6 თვეში შეასრულა საჭირო პროგრესი და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა”-იანოშ ჰერმანი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2015 18:18

“საქართველომ ბოლო 6 თვეში შეასრულა საჭირო პროგრესი და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა”-იანოშ ჰერმანი

იანოშ ჰერმანმსაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ევროკომისიის დასკვნა შეაფასა და საქართველოს არსებული წარმატება მიულოცა.იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველომ 6 თვეში შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა და მიაღწია არსებულ წარმატებას.

“მე ახლა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიჭირავს ხელში… მოხსენებიდან გამომდინარე, საქართველომ მიაღწია სავალდებულო პროგრესს. ევროპული კომისია თვლის, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მისაღწევი სტანდარტის მოთხოვნას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გეგმითაა გაწერილი. პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში იმ ყველა მიმართულებით, რომელიც მოცემულია სამოქმედო გეგმაში, გახლდათ მყარი და ეფექტური, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან უწყვეტი ძალისხმევის ნათელი გამოხატულება იყო. მე ვთვლი, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის მისაღწევი სტანდარტების დაკმაყოფილება დღესდღეობით საქართველოში ეროვნული პრიორიტეტი გახლავთ. ნება მომეცით განვაცხადო, რომ ეს გახლავთ უდიდესი მიღწევა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიტანა, აღნიშნული წარმატება კი ნამდვილად სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

“შემიძლია, მხოლოდ დაახლოებითი დრო გითხრათ იმისა, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას. ევროკომისია წარადგენს თავის წინადადებას ევროკავშირის საბჭოში და შემდეგ უკვე დაიწყება დისკუსიები. პროგრესი ამ გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტარების ხელშია. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც გვქონდა მოლდოვას შემთხვევაში, დრო კომისიის პროგრესის ანგარიშიდან ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე იყო დაახლოებით 4-დან 5 თვემდე. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის საიმედო დასაყრდნობი, რადგანაც შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყოს”, – განმარტა იანოშ ჰერმანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2015 18:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,634
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics