საქართველომ აირჩია თანამედროვეობა და ევროპა-ზურაბიშვილი ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში

საქართველომ აირჩია თანამედროვეობა და ევროპა-ეს განცხადება საქართველოს ახლადარჩეულმა , მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
რადიოსადგურ RTL-ს ჟირნალისტი ინტერვიუს დასაწყისში, ინაუგურაციის დღესაც ეხმაურება და წერს,რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ოპოზიციის პროტესტის ფონზე გაიმართა. რაც შეეხება ინაუგურაციის ცერემონიალს, ფრანგი ჟურნალისტის მასალაში, ნათქვამია,რომ საინაუგურაციო სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ერვოპული კურსის ხელშეწყობაზე გასცა პირობა.

„ჩვენ ავირჩიეთ ევროპული გზა, ხედვა თანამედროვე მომავლისკენ, ჩემი არჩევაც სწორედ ამის ნიშანია. ჩემს ოჯახს საბჭოთა რეჟიმის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება. იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. თუმცა, ახლა საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება“, – ციტირებს ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს

ფრანგული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის ოპოზიციის პროტესტი მოსალოდნელი იყო
„ჩემი მთავარი კონკურენტი საბჭოთა დიპლომატია. ის მუშაობდა რუსეთში, არის რუსეთის ინტერესების დამცველი და გამტარებელი. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურმა ჩართვამ და ხედვამ მაიძულა, რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და წავსულიყავი მათ წინააღმდეგ“, –ციტირებს ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს

ფრანგული მედიის ცნობით, ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს.
„ჩემი ოჯახი ყოველთვის ტრადიციული ქართული იყო. მე დავამთავრე ფრანგული პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ამის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი და სახელმწიფო მართვის სკოლა. საქართველოში ასევე მყავდა ბაბუა, რომელმაც ფაქტობრივად დღევანდელ ეკონომიკას ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს და საფრანგეთს ბევრი აქვს საერთო და სიმბოლური. ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებ საფრანგეთის მოქალაქეობას, ეს ჩვენი კონსტიტუციით შესაძლებელია“, – ამბობს ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში,,ველით განმარტებებს, რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია”
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა