ნინო ლომჯარიამ „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონსერვატიული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ლომჯარიას განცხადებაშია აღნიშნული, „ალტ-ინფოს“ მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას

„5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში5 ივლისზე საგამოძიებო კომისია იმიტომ ვერ შეიქმნა, რომ ოპოზიციის შიგნით არ ეყო ხმები, 5 ივლისზე როცა საუბრობენ, თავისი წილი პასუხისმგებლობაც გაითვალისწინონ – იოსელიანი
შემდეგი სტატიასაქართველოა ის ერთადერთი შემთხვევა, სადაც NGO სექტორი რევოლუციას ქადაგებს, სახალხო დამცველი პროკურორის ფუნქციებს ითავსებს და ოპოზიცია საკუთარ უნიათობას ხალხს აბრალებს – ქადაგიძე