„საქართველო ვერასდროს ვერ წავა წინ თუ აქ არ იქნება დემოკრატიის სხვა ხარისხი“ – გიგი წერეთელი

„ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის ასე მართვა არ შეიძლება.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების მიერ „ქართულ ოცნების“ პირველი პირების გაკეთებულ განცხადებებს

„ერთია ფაქტი, როცა სააკაშვილი დააკავეს, რაც ყველასთვის მიუღებელია და მეორე, როცა ნათლად ხდება მისი პოლიტპატიმრობის ლუსტრაცია და აღიარება, რომელიც ხელისუფლების პირველი პირებიდან წამოვიდა. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუ კარგად არ მოიქცევა კიდევ დაუმატებენ მუხლებს, იმ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა პოლიტიკურად აქტიური საერთოდ არც დაიჭერდნენ. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის ასე მართვა არ შეიძლება. საქართველო ვერასდროს ვერ წავა წინ თუ აქ არ იქნება დემოკრატიის სხვა ხარისხი.“ – განაცხადა წერეთელმა

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამეტარების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მწვავე კრიტიკა მოყჰვა.

banner
წინა სტატიაში„სამწუხაროა, რომ ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი ფორმალურად მაინც მართავს ქვეყანას“ – გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილზე
შემდეგი სტატიამაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 350-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს