საქართველო- უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, მხოლოდ ID ბარათების გამოყენებით იყოს შესაძლებელი

ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს.

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვეწვიე თბილისს. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი მზად არის, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას.” განაცხადა კვირიკაშვილმა

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილი არ არის მაღალი რანგის შეხვედრის თემა”- უკრაინის ელჩი საქართველოში
შემდეგი სტატია“უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის”-ვოლოდიმირ გროისმანი