საქართველო „კეთილდღეობის ინდექსში“ 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილს იკავებს

კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში ბრიტანულმა ორგანიზაციამ Legatum Institute-მა გამოაქვეყნა, რომელიც აღნიშნულ რეიტინგს 2006 წლიდან ყოველწლიურად ადგენს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მე-80 ადგილს იკავებდა.

რეიტინგის შედგენისას ინსტიტუტი ითვალისწინებს 100-ზე მეტ ფაქტორს, მათ შორის შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, უმუშევრობის დონე, განათლება, ბიზნეს-გარემო, სახელმწიფო მართვა, ჯანდაცვა, სოციალური კაპიტალი, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, ასევე ისეთ მაჩვენებლებს როგორიცაა მობილური ტელეფონების რაოდნეობა ერთ სულ მოსახლეზე, ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა და სხვა ფაქტორები. ამ მხრივს, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვნებელი აქვს განათლებისა და სახელმწიფო მართვის ინდექსში – ამ მაჩვენებლების მისედვით ქვეყანა 54-ე ადგილს იკავებს. ყველაზე რთული მდგომარეობა კი სოციალური კაპიტალის ინდექსის მხრივ არის – 139-ე ადგილი.

რაც შეეხება, მეზობელ ქვეყნებს, კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, სომხეთი 99-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 103-ე ადგილს, თურქეთი – 78-ე ადგილს, რუსეთი – 95-ე ადგილს.

სიაში პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია. ნორვეგიამ, რომელიც Legatum Institute-ის კვლევაში შვიდი წლის განმავლობაში პირველ პოზიციაზე იყო, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგში მესამეა ფინეთი, მეოთხე – შვეიცარია, მეხუთე კი – კანადა.

კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით რეიტინგის ბოლო ადგილებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი და იემენი იკავებენ.

banner
წინა სტატიაშიქართული დიპლომატიის დღისთან დაკავშირებით სადღესასწაულო მიღება იმართება
შემდეგი სტატიაID ბარათის გამო, მოქალაქემ სურათის გადასაღები კაბინები ჩაქუჩით დააზიანა