” საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მისი წესდების შესაბამისად მოქმედებს”

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალში დელეგაციების მონაწილეობასა და ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველო ევროპის საბჭოს სამდივნოსთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმშია.

„მოგეხსენებათ, საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და შესაბამისად, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ევროსაბჭოს წესდების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვართ კონსულტაციების რეჟიმში, როგორც პარტნიორებთან, ასევე ევროსაბჭოსა და მის სამდივნოსთან. ვინ მიიღებს მონაწილეობას რუსეთიდან, ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა დარსალიამ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი-სამართლებრივ სახელმწიფოში ნებისმიერი ადამიანის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კონიექტურაზე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – გიგი უგულავას საქმე დღესავით ნათელია