საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი – წულუკიანი რუს ჰაკერზე

საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების საკითხს. წულუკიანმა სუმბაევის ადვოკატს ბრალი დასდო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დამალვაში, სადაც როგორც მინისტრი აღნიშნავს, ღიად წერია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სუმბაევის ექსტრადირების შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს.

“დასანანია, რომ პატიმრის ადვოკატებმა, რადგან გადაწყვიტეს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს წერილის შესახებ არც თავად პატიმარმა არ იცოდეს. 6 სექტემბერსაა გამოცემული ეს წერილი და მინდა გდამდოგცეთ, რომ გაეცნოთ. ყველას მივმართავ, თავი შიეკავეთ უსაფუძვლო აურზაურისგან. ყველამ უნდა იცოდეს, ვისი მოქალაქეც არ უნდ იყოს, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. ვისაც ეკუთვნის თავშესაფრი, იმის თავშესაფარი იქნება საქართველო. როგორც ადგილობრივ, სასამართლოში, ისე სტრასბურგში, სუმბაევის საქმე დაცვის მხარის საზიანოდაა მიცემული და ამ წუთებში, რადგან არავითარი ბარიერი არ არსებობს, მათ შორის არც სამართლებრივი, ხდება მისი გადაცემა რუსული მხარისთვის,”-აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი მუშაობს, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და კერძო სექტორმა შეძლოს მეტი შედეგის მიღება – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიაბიომეტრული პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, მხოლოდ იუსტიციის სახლში განცხადება საკმარისი აღარ იქნება