საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

„აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები 29 მაისიდან ამუშავდება.

banner
წინა სტატიაშისასტუმროები 8 ივნისიდან გაიხსნება, ამავე დღიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება განალხდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, ეს არის საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგი