თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფემინისტების დამოუკიდებელი ორგანიზაციის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ლგბტ აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ და მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციამ აქტივისტებს მშვიდ გარემოში აქციის გამართვის საშუალება ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს არ მისცეს.