საქალაქო სასამართლოში ლევან ყიფიანის ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ

ბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. იქ იმყოფება ლევან ყიფიანის ძმაც, თუმცა ის ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

„დაველოდოთ ლევანს, მოვა ოთხ საათზე და შემდეგ ეცადეთ მისი ჩაწერა. მე არანაირი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მით უმეტეს მაშინ, როცა ლევანს ეს ჯერ არ გაუკეთებია,“ – აღნიშნა ლევან ყიფიანის ძმამ.

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორები უკვე მივიდნენ.

როგორც საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა გიორგი ოსაძემ განუცხადა, დაისმება ყველა კითხვა, რომელიც საქმის მიმდინარეობისთვის არის მნიშვნელოვანი. პროკურორმა საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ დამატებით კომენტარს უკვე პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

საქალაქო სასამართლოში ასევე იმყოფება ლევან ყიფიანის ადვოკატი. თავად ყიფიანს კი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ელოდებიან.

სასამართლო პროცესი, სადაც ლევან ყიფიანი ჩვენებას მისცემს 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ადამიანი იქით არ გადავა, აქეთ ჩაუსაფრდნენ – ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის მამა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ელჩი „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება