ჩვენი ადამიანი იქით არ გადავა, აქეთ ჩაუსაფრდნენ – ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის მამა

ოკუპანტების მიერ გატაცებული, მაია ოთინაშვილი ისევ ტყვეობაშია. სუს-ის ინფორმაციით, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ 36 წლის მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა.“

მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრებს, ახალი ინფორმაცია გატაცებულის შესახებ ამ დრომდე არ აქვთ. მაია ოთინაშვილის ახლობლები ელოდებიან, რომ მაია ოთინაშვილს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მას დროულად გაათავისუფლებენ.

გატაცებულის ახლობლები და თანასოფლელები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. მესაზღვრეები ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ და გადაჰყავთ ისინი ცხინვალის იზოლატორში.

„ვიცი, რომ ბაღიდან გადაიყვანეს, კაკლის ასაკრეფად იყო მისული ბაღში. გადმოვიდა 2 მასკიანი და გაუყარეს პადრუჩკი და წაიყვანეს ბავშვი. მაშინვე ვერ გავიგეთ, მერე დაგვიკავშირდნენ. მეზობლებმა დაინახეს, რომ აატარესო, მასკებით იყვნენ ორნი. ცხინვალში არისო, იზოლატორში, რას აკეთებს არაფერი არ ვიცით. ჩვენი ადამიანი იქით არ გადავა, მავთულხართების იქით არ გადავა. აქეთ ჩაუსაფრდნენ, პატარა ძველი შენობა ყოფილა და იმ შენობაში ყოფილან დამალულები,“ – განაცხადა მაია ოთინაშვილის მამამ, ლევან ოთინაშვილმა.

უკვე მე-5 დღეა, რაც ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ბანკის” გენდირექტორი – „ომეგა ჯგუფს” აქვს 84 მილიონზე მეტი დავალიანება – სასამართლო მიმდინარეობს, თუმცა ისინი ცდილობენ პროცესი გააჭიანურონ
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში ლევან ყიფიანის ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ