საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2015 16:01

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

saberსაპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

ათი ათასობით ადამიანი ათენის ქუჩებში 1973 წლის მოვლენების წლისთავის აღსანიშნავად გამოვიდა, როდესაც სამართალდამცველებმა დიქტატურის საწინააღმდეგო აქციაზე ათობით სტუდენტი მოკლეს.მიტინგზე ანტი–სამთავრობო შეძახილებიც გაისმა.

ბერძნები მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო კრედიტორებისგან ტრანშის მისაღებად უნდა გაატაროს.აქციის მონაწილეებმა ქუჩებში ნაგვის ურნები ამოაყირავეს და პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. მათ წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2015 16:01