საპროტესტო აქცია მუჟავაში video

„ჯვარზენი-ჩქვალერი-საჩინოს საავტომობილო გზის 7,4 კილომეტრიანი მონაკვეთის და ჯვარი -მუჟავას საავტომობილო გზის 11,5 კილომეტრიანი გზის დაგების ტენდერი სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება“- განუცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გზის რეაბილიტაციის გამო საპროტესტო აქცია გამართეს. მოწერელიამ მოსახლეობას ურთიერთობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან შესთავაზა.

„მე ხშირად ჩამოვალ თქვენთან და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის  რომ აღვადგინო  ჩატეხილი ხიდი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას“, – თქვა მან.

„თაიმერმა“ მოიპოვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთლის წერილის ასლი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას სახელზე, რომლის თანახმად საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შემდგომ „სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში მოხდება ზემოთაღნიშნულ ობიექტებზე სატენდერო პროცედურების გამოცხადება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2186496061635389/?t=0″ width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიმსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა-დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიარუსუდან შარაძე სკანდალურ ვიდეოს ასაჯაროებს