საფრანგეთში ოთხი მეჩეთი დახურეს

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში 4 მეჩეთი დახურეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხივე მეჩეთში ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა.

ხელისუფლებას მეჩეთების დახურვის უფლებას საფრანგეთში ამ დრომდე მოქმედი საგანგებო რეჟიმი აძლევს, რომელიც 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარი პარიზის ტერაქტების შემდეგ გამოცხადდა.

ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების ბრალდებით, უკანასკნელ 1 წელიწადში საფრანგეთში 20-ზე მეტი მეჩეთი და სამლოცველო დაიხურა.

581a5989c361886c2b8b45d2

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია: რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია
შემდეგი სტატია“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში თანამდებობები გადაანაწილა