საფრანგეთის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს

საფრანგეთის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს – სავარაუდოდ, ამ სახის შემთხვევა პირველია ევროპაში. მომვლელებმა ვინსი, მოკლული ოთხი წლის თეთრი მარტორქა, დილით აღმოაჩინეს. მისი ერთ-ერთი რქა ხერხით იყო მოჭრილი – პოლიციამ განაცხადა.

აფრიკული მარტორქის რქა, შავ ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს. აფრიკაში ყოველწლიურად ბრაკონიერები, დაახლოებით 100 მარტორქას კლავენ.
საფრანგეთში გასული წლიდან სპილოს ძვლით და მარტორქის რქით ვაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასამარცხვინო წერილი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის