სამარცხვინო წერილი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის

„ევროპარლამენტარებმა ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, როგორც სახალხო პარტიის, ისე სოციალისტების, ისე ალდე, კონსერვატორები, უთხრეს ქვეყანას, რომ რუსთავი 2 ერთმა ადამიანმა და ხელისუფლებამ ხელში არ უნდა ჩაიგდოს და ჩასვევს ეს სწორ კონტექსტში, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების მეორე დღეს არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს შესრულებული და მას პატივი უნდა ვცეთ. ყველა გზავნილი, რომელიც ჩვენ გვესმის, გაიმეორეს ევროპარლამენტარებმა. ნამდვილად სამარცხვინო წერილი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. თუ მსგავსი დამოკიდებულება რუსთავი 2-ის მიმართ იქნება შენარჩუნებული ჩვენ ევროკავშირისგან შეიძლება მივიღოთ კიდევ უფრო მეტი გაფრთხილება და დამოკიდებულების გადახედვა საქართველოს მიმართ“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ზოოპარკში ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს
შემდეგი სტატიაპოლიტკოვსკაიას #18-ში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა