“დიდ შვიდეულში” შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იტალიაში მიმდინარე შეხვედრაზე რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ სანქციების გაფართოვების საკითხში თანხმობას ვერ მიაღწიეს – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ განაცხადა – წერს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ ადრე ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსი და სირიელი მაღალჩინოსანი სამხედროების წინააღმდეგ სანქციების შემოღება იგეგმება.