ტრამპის ვაჟიშვილი: სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილებაზე ივანკამ მოახდინა გავლენა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილმა ივანკა ტრამპმა, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა გადაწყვეტილებაზე, რომ აშშ-ს 59 რაკეტა “ტომაგავკი” ესროლა სირიის ავიაბაზისთვის – ბრიტანულ Telegraph-თან საუბარში თქვა პრეზიდენტის ვაჟმა ერიკ ტრამპმა. “ივანკა სამი შვილის დედაა, და მას გავლენა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ მან უთხრა მამას: “ნახე, ეს საშინელებაა” – თქვა ერიკ ტრამპმა. მისი ვარაუდით, ივანკასა და მამაზე, სავარაუდოდ, სირიის მოსახლეობაზე ქიმიური იარაღის გამოყენების კადრებმა იმოქმედეს, რომლის შედეგადაც 80-მდე მოქალაქე გარდაიცვალა, მათგან ბევრი ბავშვი იყო.

“დედამიწაზე არ არსებობს ერთი წესიერი ადამიანი, რომელმაც ნახა ეს კადრები, ნახა, როგორ რეცხავენ ბავშვებს წყლის მილებიდან, რომ კანის წვა შეაჩერონ, და არ შეძრა ნანახმა” – თქვა ერიკ ტრამპმა.
“ასეთ დროს მამაჩემი მოქმედებს. და სხვათაშორის, ორი წლის წინ, ის სირიაში ნებისმიერი მოქმედების სასტიკი წინააღმდეგი იყო. შემდეგ, ქვეყნის მეთაური საკუთარ ხალხს გაზით წამლავს. რაღაც მომენტში, ამერიკას, როგორც მსოფლიო ლიდერს, როგორც ზე-სახელმწიფოს, უნდა ემოქმედა და მათ ასეც გააკეთეს” – განაცხადა პრეზიდენტის შვილმა.

გუშინ The Independent-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველია, დიდი გავლენა მოახდინა სირიის დაბომბვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საგარეო უწყება: G7-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთობა არ არის
შემდეგი სტატიასტოკჰოლმის თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა