საფრანგეთის პროკურორი ახალი ტერაქტების მაღალ ალბათობაზე ილაპარაკა

პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ტერაქტების მაღალ ალბათობებზე ისაუბრა – ინფორმაციას Le Monde-ი აქვეყნებს.
მოლენსი თვლის, რომ ერაყსა და სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების დასუსტება ბოევიკების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას გამოიწვევს. “ერთხელაც, ჩვენ ამ ადამიანებთან და მათ ოჯახებთან პირისპირ დავრჩებით” – განაცხადა პროკურორმა.
მეორე საგანგაშო მომენტად მოლენსი თვლის ისლამისტების ფრანგ ახალგაზრდებში გაზრდილ პროპაგანდას, რომელსაც ტერორისტები სოციალური ქსელების მეშვეობით აწარმოებენ. პროკურორმა მაგალითად მოიყვანა გოგონა-მოზარდების ინტერნეტ პროფაილები, სადაც ტერორისტული შეტევების მახვილგონივრული გეგმები იდება.

საფრანგეთის შსს-ს მონაცემებით, სირიასა და ერაყში საფრანგეთის 700-მდე მოქალაქე იბრძვის. აგვისტოს თვის სტატისტიკით, 7 ადამიანი დააკავეს ტერორიზმთან კავშირის გამო.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი მოსკოვთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს
შემდეგი სტატია(+video)ვაკეში მომხდარი მკვლელობის ვიდეო კადრები ვრცელდება