საფრანგეთის პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც სტრასბურგის ბაზრობაზე სროლა დაიწყო 

მამაკაცი, რომელმაც სტრასბურგის ბაზრობზე წუხელ ცეცხლი გახსნა, ისევ არ არის დაკავებული. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  გარდავლილია სამი ადამიანი  და ცამეტი დაჭრილი . შვიდი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

პოლიციამ ეჭვმიტანილის დაჭრა შეძლო , მაგრამ მისი დაკავება ვერ მოახერხა. სამართალდამცველები ძებნას აქტიურად აგრძელებენ,ოპერაციაში
350 სამართალდამცველი მონაწილეობს.

არსებული ინფორმაციით, მსროლელის პიროვნება დადგენილია – ის 29 წლის შერიფ შეკატია, რომელიც გერმანიაში ქურდობაზე იჯდა და საფრანგეთში იყო გადეპორტებული. საფრანგეთის პოლიცია კი მას, როგორც რადიკალ ისლამისტს იცნობდა. უკანასკნელი მონაცემებით, პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – პარლამენტში ნიკა მელიას ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა
შემდეგი სტატია,,იმედს გამოვთქვამ, ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდობიან გარემოში, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება”