საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრო ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. შეხვედრისას მან ისაუბრა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასა და გამოწვევებზე. საუბარში შეეხო, ასევე, საფრანგეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთობასაც.
მოკლე საჯარო ლექციის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა
ფრანგული ენის კაბინეტის გახსნისას უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც ფრანგულს ეუფლებიან, მუსიკალური და ლიტერატული ნომრები წარმოადგინეს.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლებმა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაც გამართეს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: იმედია სასამართლო მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოსაზრებებს გაითვალისწინებს
შემდეგი სტატიარატიანი: პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომას ვურჩევ