რატიანი: პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომას ვურჩევ

პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევდი, რომ საკუთარი რეპუტაციის შესანარჩუნებლად გადამდგარიყო ამ თანამდებობიდან, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში რაზეც საუბრობდა საპარლამენტო უმრავლესობა ტყუილი აღმოჩნდა.

“ამ თვეების განმავლობაში, რაზეც საუბრობდა “ქართული ოცნება”, კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარე აღმოჩნდა ტყუილი. გუშინდელი განცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ საარჩევნო კოდექსი ფაქტობრივად არ იცვლება შემდგომი არჩევნებისთვის. გამოდის რომ ამ თვეებს განმავლობაში, ის ატყუებდა საზოგადოებას. ვენეციის დასკვნა უკვე არაფერ შუაშია”, – აღნიშნა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურიას წარადგენს