ანა დოლიძე: იმედია სასამართლო მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოსაზრებებს გაითვალისწინებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მის მოსაზრებებს გაითვალისწინებს და მოსმენების კანონში არსებულ არაკონსტიტუციურ მუხლებს გააუქმებს. “პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაიცავს იმ გადაწყვეტილებებსა და მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც თავად შექმნა,”- დასძინა დოლიძემ.

მეგობრის სტატუსით პრეზიდენტის წერილობითი შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა. როგორც სასამართლოს მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განმარტა, მოსამართლეები შუამდგომლობის შინაარსს საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში გაეცნობიან და შესაბამისად, მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინონ თუ არა პრეზიდენტის არგუმენტები.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ 326 მოქალაქის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც კამპანია “ეს შენ გეხება”-ს ფარგლებში მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციოში შევიდა.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 30 მარტს შევიდა.

banner
წინა სტატიაშიანაკლია, განმუხური – ენგურში ჩასული ფეკალიები!
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა