საფრანგეთი უკრაინას დამატებით „კეისრის“ თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინაში „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების დამატებით პარტიას გააგზავნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, მალე განხორციელდება „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების ახალი მიწოდება. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია 100 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება“, – განაცხადა კოლონამ.

„კეისარი“ არის ახალი თაობის თვითმავალი არტილერია. მისი საშუალებით შესაძლებელია მტრის სამიზნეებს დარტყმა ფრონტის ხაზიდან 20 კმ-ზე ან მეტ მანძილზე მაღალი სიზუსტით.

banner
წინა სტატიაშიევროპამ ახლა უნდა გახსნას კარი, კანდიდატის სტატუსი რთული გადასაწყვეტი არ არის, ჩემი პასუხი არის – დიახ – ლატვიის პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატიაევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს საპატენტო კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა