საფრანგეთი გააგრძელებს წერტილოვან ავიადარტყმებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად…

,,საფრანგეთი გააგრძელებს წერტილოვან ავიადარტყმებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად,, ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მისნიტრმა მანუელ ვალსმა TF1 პირდაპირ ეთერში განაცხადა…
შეგახსენებთ, რომ პარასკევს საღამოს პარიზში ერთდროულად რამდენიმე ტერაქტი მოხდა, რომელიც თვითმკვლელმა ისლამისტებმა განახორციელეს. ტერაქტების შედეგად, დაზუსტებული ინფორმაციით 129 ადამიანია მოკლული და 350-ზე მეტი დაჭრილი. აღსანიშნავია, რომ დაჭრილთა შორის 99 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის თავზე აიღო.

პარიზში ამ დრომდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ქვეყანაში გამოცხადებულია 3 დღიანი გლოვა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ტერაქტის საფრთხის გამო სასტუმრო ,,კოსმოსი,, ევაკუირებულია…
შემდეგი სტატიაფრანგებმა არაბ ლტოლვილებზე შური იძიეს…? (VIDEO)