საპენსიო რეფორმა -მმართველი გუნდის მორიგი წყალგამყოფი – ნაცვლიშვილი მხარდაჭერის არ მიღების შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას აანონსებს

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი გუნდიდან წასვლას აანონსებს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საპენსიო რეფორმა ყველაზე დიდი საკანონმდებლო ცვლილებაა.

სწორედ ამის გამო დეპუტატი ითხოვს, სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული რეფორმა ამუშავდეს. ნაცვლიშვილის ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

„მიზანი არ არის ამ შემთხვევაში რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. უბრალოდ ეს არის მართლა ჩემი გადმოსახედიდან უნიკალური შანსი, რომ დიამეტრულად შეიცვალოს სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში. ამიტომ, მე თუ მხარდაჭერა არ მექნება ამ შემთხვევაში გუნდის მხრიდან, ე.ი. ცხადია განსხვავებები რომელიც არსებობს. იმიტომ, რომ ეს არ არის პატარა მასშტაბის რეფორმა, ეს არის ყველაზე დიდი რეფორმა და ყველაზე დიდი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში. ამიტომ განსხვავებებიც არის ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე, მე მივიღებ გადაწყვეტილებას – დავტოვო უმრავლესობა,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმან დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა – უსუფაშვილი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ვენეციის კომისია ეწვია