საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას თავად დილიმაშვილიც ადასტურებს. ის საქმიანობას დღეს, ან ხვალ ოფიციალურად შეუდგება.

მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატია“გაუნთლებელი..პოლიტიკური ცვედანი… ნუ მეტოლება”- უგულავა კალაძეზე